დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის „საქსამთომეტალურგის“ შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო მეთაური |
| მიღების თარიღი | 10/10/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 10, 31/10/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240010000.02.008.000082 |
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №413
1995 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის „საქსამთომეტალურგის“ შექმნის შესახებ
რესპუბლიკაში სამთო-მეტალურგიული მრეწველობის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი სტრუქტურების შექმნის და სახელმწიფოს განკარგულებაში დარჩენილი აქციების საკონტროლო პაკეტის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად მოხდეს სახელმწიფო კონცერნ „საქსამთომეტალურგის“ რეორგანიზაცია.
ამ მიზნით:
1. სახელმწიფო კონცერნ „საქსამთომეტალურგში“ შემავალ სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო განკარგულებაში დატოვებული აქციების საკონტროლო პაკეტის მართვის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია „საქსამთომეტალურგი“ (დანართის თანახმად).
2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ „ჰოლდინგური კომპანიების (ჰოლდინგების) შექმნისა და საქმიანობის საფუძველის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 აგვისტოს № 634 დადგენილებით დამტკიცებული დებულებაში დაწესებულ ვადებში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ჰოლდინგური კომპანიის შესაქმნელად.
3. სახელმწიფო ჰოლდინგურ კომპანია „საქსამთომეტალურგში“ შემავალი იმ საწარმოების აქციონირება, რომლებიც ექვემდებარებიან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას, განხორციელდეს ერთიანი ტექნოლოგიური სტრუქტურების შენარჩუნებით, მიუხედავად საწესდებო კაპიტალის ოდენობისა.
4. სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის „საქსამთომეტალურგის“ პრეზიდენტად დაინიშნოს გურამ ქაშაკაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე
დანართი
სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია „საქსამთომეტალურგი“
რუსთავის მეტალურგიული კომბინატი
ს/ს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“
ს/ს „ჭიათურმანგანუმი“
ს/ს „მადნეული“
ინსტიტუტი „საქსახმეტალურგპროექტი“
სარემონტო-სამშენებლო ტრესტი „მეტალურგი“
სარემონტო-სამშენებლო სამმართველო „იმერეთი“
ს/ს „საქმეოლითი“.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
პირადი კანცელარიის ხელმძღვანელი ჯ. ბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები