„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016768
33
27/11/2025
ვებგვერდი, 01/12/2025
400020010.16.009.016768
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №33

2025 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სასმელი წყლის მიწოდებისა და  მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-18 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის  წყალმომარაგებაზე, რომელიც არ მდებარეობს წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში, აგრეთვე აღნიშნული უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე.“;

ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ. წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და წყალმომარაგებასთან. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობას ამ შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ პირველ ჭამდე, უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე.“;

ა.გ) 81 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ა.დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან:

ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით – ამ სამუშაოების შედეგად წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შექმნილი სასმელი წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა), ასევე წყალარინების ქსელი, მათ შორის, მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას (გარდა  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში და მის პირველ ჭამდე მოწყობილი  წყალმომარაგების ქსელისა);

ბ) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ურთიერთშეთანხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური – აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას. ამასთან, თუ ადგილი აქვს ისეთი ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, რომელიც არ მდებარეობს წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში, ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში.“;

ბ) 181 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

მუხლი 182. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება

1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-18 და 181 მუხლებით, თუ ამ მუხლით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში მიერთების მსურველმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნით წერილობით უნდა მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული განაცხადით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

3. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემაზე) მიერთების შემთხვევაში ამ წესების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება  მოიცავს:

ა) წყალარინების ქსელის მშენებლობას, ამ შენობა-ნაგებობიდან გამომავალი მიმღები ჭის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია ან ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა მოწყობილი აღნიშნული მიმღები ჭა;

ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას, შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ ჭამდე, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია ან ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა მოწყობილი აღნიშნული ჭა;

გ) შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკური პირობის გაცემას;

დ) შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას, აღრიცხვის კვანძის მოწყობასა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულებას, წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით.

4. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების 181 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებისას, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენის პერიოდში ასევე მოამზადოს და გასცეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკური პირობა და განაცხადზე სრულყოფილების დადგენის შემთხვევაში აღნიშნულის შეტყობინებასთან ერთად მიერთების მსურველს (განმცხადებელს) ტექნიკური პირობა გაუგზავნოს წერილობით. აღნიშნული მიერთების ტექნიკური პირობა,  სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის, ამ შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ პირველ ჭასთან დაერთების წერტილს და ამ წერტილზე წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შენობა-ნაგებობასთან მოსაწყობ სასმელი წყლის მილსადენზე დაწნევას, ხოლო წყალარინებაზე ასევე ჩაღრმავებას;

ბ) შენობა-ნაგებობაში მოსაწყობი დგარის დიამეტრს (სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი  წარმადობის ოდენობის შესაბამისად);

გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად);

დ) წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მოსაწყობი აღრიცხვის კვანძების ჯამურ რაოდენობასა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის განთავსების ადგილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს;

ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგებისთვის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული მომხმარებლების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგებისთვის.

5. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია  მიერთების წერტილი და შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ისე რომ მიერთების მსურველს არ დაეკისროს ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულებაც წყალმომარაგების ლიცენზიატის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობისათვის დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოს მოწყობის ვალდებულება ტექნიკური პირობით განსაზღვროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ადგილი აქვს ისეთი ტექნიკური პარამეტრებით მიერთების მოთხოვნას, რომელიც აშკარად არ შეესაბამება არსებულ წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მახასიათებლებს და არსებითი განახლების/განვითარების გარეშე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელში დაწნევის ან გამტარუნარიანობის  გაზრდის გარეშე)  არსებული წყალმომარაგების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ახალი მიერთებით მოთხოვნილი, მომხმარებლების მომარაგებისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრების დაკმაყოფილებას.

6. მიერთების მსურველი ვალდებულია წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების ლიცენზიატის  მითითებები.

7. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესი არ არის დამოკიდებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პირობასთან. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა, შენობა-ნაგებობაში მოწყობილია თუ არა სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელი, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე.

8. თუ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიერთების სამუშაოების დასრულების ეტაპზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელი არ არსებობს ან არ არის მზად წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისთვის (წყალმომარაგების დაწყებისთვის საჭირო პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში) მიერთება დასრულდება ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ ჭაში სასმელი წყლის მიწოდების დაწყებით. ამ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს წყალმომარაგების დაწყების აქტი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობამდე მიყვანილი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა დალუქოს ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება წყალმომარაგების დაწყების აქტის შედგენის თარიღი). ამასთან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის შესახებ ინფორმაციის წერილობით მიღებისთანავე განახორციელოს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების განაცხადით გათვალისწინებული ობიექტებისთვის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების ფარგლებში და ამ პროცესით გათვალისწინებული წესითა და პირობებით) ინფორმაციის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) 26-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„მუხლი 261. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები

1. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია სისტემური შესწავლის საფუძველზე განაახლოს წყალმომარაგების სისტემაზე (სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემაზე) მიერთებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა წყალმომარაგების სისტემაზე ფაქტობრივად მიერთებული ისეთი ობიექტები, რომლებიც სარგებლობენ წყალმომარაგების სისტემით, მაგრამ წყალმომარაგების ერთიან ბაზაში არ იძებნებიან როგორც მიერთებული ობიექტები (შესაბამისად, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის უცნობია ასეთი მიერთების შესახებ და აღნიშნულ ობიექტებზე არ ხდება გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა), წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, შეისწავლოს თითოეული შემთხვევა, მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და მისი აბონენტად რეგისტრაცია, რა დროსაც ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს გასულ პერიოდში მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობით წარმოქმნილი ვალდებულება, რომელიც მოიცავს ამ წესებით დადგენილი ახალი მომხმარებლის მიერთებაზე განსაზღვრული საფასურისა და ფაქტობრივად მოხმარებული სასმელი წყლის ან/და წყალარინების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტში მოცემული მომსახურების ღირებულების დარიცხვის პირობების შესაბამისად), რის შემდეგაც წყალმომარაგების ლიცენზიატი წარმოადგენს აბონენტის შემდგომ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს, წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ:

ა) ობიექტი მდებარეობს სანიტარიული დაცვის ზონაში;

ბ) ობიექტიდან ადგილი აქვს ჩამდინარე სითხის თვითნებურ ჩაღვრას სანიაღვრე სისტემაში, რაც დადასტურებულია შესაბამისი აქტით (ასეთი შემთხვევა განხილული იქნება როგორც უკანონო მიერთება);

გ) ობიექტი მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც 2022 წლის 20 აგვისტოს შემდეგ დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, ან კანონმდებლობა სავალდებულოდ ითვალისწინებს ობიექტის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის დამუშავებას;

დ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას (ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

ე) ობიექტზე, კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, ხორციელდებოდა სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩახსნას ობიექტი წყალმომარაგების სისტემიდან და განახორციელოს წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები.

4. ამ მუხლის პირობების შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემაზე უცნობი მიერთების გამოვლენისთანავე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებელი დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს მომხმარებლად (საკითხის შესწავლამდე) და ამ მომხმარებელთან დაამონტაჟოს ინდივიდუალური მრიცხველი (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). ასევე, რეგისტრაციისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით აცნობოს ფაქტობრივ მომხმარებელს მისი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ (მათ შორის, აბონენტად რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.  როდესაც სასმელი წყლის მოხმარების მიუხედავად პირი უარს აცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარიცხული საფასურის გადახდაზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ჩახსნას ეს ობიექტი წყალმომარაგების სისტემიდან და იმოქმედოს წესების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება განხილული იქნება როგორც უკანონო მიერთება.

5. წყალმომარაგების ლიცენზიატმა ფაქტობრივი მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაციის საკითხის შესწავლა უნდა დაასრულოს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთან გაგზავნილი ქვითარი (ბეჭდური ან ელექტრონული ქვითარი) უნდა შეიცავდეს განმარტებას, რომ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა ობიექტის მიერთებისა და მომხმარებლის სტატუსთან დაკავშირებით. ამასთან, საკითხის შესწავლამდე ფაქტობრივი მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული სასმელი წყლის ან/და წყალარინების ქსელით მომსახურების ღირებულება.

6. ამ მუხლის საფუძველზე, აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული ფაქტობრივი მომხმარებლის მიერ, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის ანაზღაურების მიზნით, დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ა)   წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაში აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს წესების დანართი №4-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წყალმომარაგების სისტემასთან ფაქტობრივად მიერთებული ობიექტის მომარაგება არ საჭიროებს წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობას ან/და დამონტაჟებას, მათ შორის, მრიცხველის მოწყობას, ასევე წესების მე-6 მუხლის 10​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების საფასურის გადახდის გარეშე დაარეგისტრიროს ფაქტობრივი მომხმარებელი აბონენტის ნომერზე და დაიწყოს მისი ობიექტის წყალმომარაგების მომსახურება;

ბ) წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსში:

ბ.ა) უცნობი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების გამოვლენის შემთხვევაში აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს საფასური, რომელიც გამოითვლება შენობა-ნაგებობის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მილის დიამეტრზე წესების დანართ №3-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის საფასურის, ამ შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების სისტემაზე ინდივიდუალურად მიერთებული მომხმარებლების (აბონენტების) ფაქტობრივ რაოდენობაზე გაყოფით;

ბ.ბ) სხვა უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს ამ წესების დანართი №3-ით დადგენილი „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური“ (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით);

გ) წყალმომარაგების ლიცენზიატის წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალის ფარგლებს გარეთ, ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსის გარეთ უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაში, აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ ფაქტობრივ მომხმარებელს უნდა დაერიცხოს ამ წესების დანართი №4-ით გათვალისწინებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით).

7. აბონენტის ნომერზე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ამასთან:

ა) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის სანაცვლოდ, უზრუნველყოს ამ ობიექტის კუთვნილ ტერიტორიამდე სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება, წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მომხმარებელთან დამაკავშირებელი წყალმომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია ან ახალი ქსელის მშენებლობა;

ბ) თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭიროა მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგების ქსელის ან მისი ტერიტორიის გამოყენება, აღნიშნული უნდა შეთანხმდეს წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს მასთან დამაკავშირებელი წყალმომარაგების ქსელის წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გადაცემაზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ჩახსნას ობიექტი წყალმომარაგების სისტემიდან და იმოქმედოს წესების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე არსებული მიერთება განხილული იქნება როგორც უკანონო მიერთება; 

გ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს აღრიცხვის კვანძისა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის შედეგად არსებული მიერთების წერტილის გამართულობას მის სალიცენზიო არეალში (აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე საჭირო სამუშაოებს ამ მოთხოვნის შესასრულებლად). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მომხმარებლის მიმართ წყალმომარაგების ლიცენზიატის პასუხისმგებლობა სასმელი წყლით მომარაგებაზე ვრცელდება მომხმარებლის ინდივიდუალურ აღრიცხვის კვანძამდე.

8. ამ მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების სისტემაზე უცნობი მიერთების გამოვლენისთანავე ობიექტის ფაქტობრივი მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შემდეგი წესით:

ა)  იმ შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღი, მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის რაოდენობა, რომელიც გამოითვლება საანგარიშო წლის წინა წლის პერიოდში წყალმომარაგების ლიცენზიატთან ანალოგიური ტიპის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი/კერძო სახლი) ობიექტებზე რეგისტრირებულ გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა საშუალო თვიური მოხმარების მიხედვით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაანგარიშდება 3-თვიან პერიოდზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღად შესაძლებელია განისაზღვროს ფაქტობრივი მომხმარებლის მიერ ამ ობიექტზე ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღი (მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა).

10. წყალარინების ქსელით მომსახურების ღირებულება გამოითვლება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობისა და წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ნამრავლით.

11. მომხმარებლის  წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის საფუძველზე აბონენტად რეგისტრაციისთვის და მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობისთვის დარიცხული საფასური (მოხმარებული სასმელი წყლის ან/და წყალარინების მომსახურების ღირებულება და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური) უნდა გადანაწილდეს არანაკლებ 24 თვეზე თანაბარწილად (თუ მხარეები უფრო მეტ ვადაზე წერილობით არ შეთანხმდებიან).

12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისთვის გათვალისწინებული პირობები.

13. ეს მუხლი მოქმედებს 2026 წლის 1 სექტემბრამდე.“;

დ) 27-ე მუხლის:

დ.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ ობიექტი წყალმომარაგების სისტემაზე მიერთდა 2027 წლის 1 იანვრამდე შესრულებულ წყალმომარაგების სისტემის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (სასმელი წყლის არაუმეტეს 25 მმ ან/და წყალარინების არაუმეტეს 100 მმ დიამეტრის ახალი ობიექტის მიერთებისას) და აღნიშნულ ობიექტზე ადგილი აქვს სასმელი წყლის მოხმარებას, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და ფაქტობრივ მოხმარებელს დაარიცხოს მოხმარებული სასმელი წყლისა და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური უნდა გადანაწილდეს არანაკლებ 24 თვეზე თანაბარწილად (თუ მხარეები უფრო მეტ ვადაზე წერილობით არ შეთანხმდებიან). წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ფაქტობრივ მომხმარებელს იდენტიფიცირებისთანავე წერილობით აცნობოს მოხმარებული სასმელი წყლის და მიერთების საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, სასმელი წყლის მოხმარების მიუხედავად, პირი უარს აცხადებს მოხმარებული სასმელი წყლის ან/და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდაზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს სასმელი წყლის მიწოდება და იმოქმედოს წესების შესაბამისად.“;

დ.ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. 2027 წლის 1 იანვრამდე შესრულებულ წყალმომარაგების სისტემის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, თუ ადგილი აქვს საერთო საკუთრების ტერიტორიაზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთებას (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას), წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, წყალმომარაგების ქსელზე თითოეულ მიერთებაზე მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და დაარიცხოს მას ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ახალი ობიექტის მიერთების საფასური თითოეული ახალი მომხმარებლისთვის განისაზღვრება ინდივიდუალური შენობა-ნაგებობის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მილის დიამეტრზე წესების დანართ №3-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის საფასურის, ამ შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების სისტემაზე ინდივიდუალურად მიერთებული ახალი მომხმარებლების (აბონენტების) ფაქტობრივ რაოდენობაზე თანაბარწილად გაყოფით.“;

დ.გ) მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. წესების მე-18 მუხლის 44 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ მრავალბინიანი საცხოვრებელის სახლი, სადაც მოთხოვნილია უძრავი ქონების გაყოფა, მდებარეობს წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალის გარეთ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე