დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016779 |
|
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის №18 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016639, 28/06/2022) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადგილობრივ დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან წევრი; გ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე;“. 4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვეკომპონენტებს: ბიზნესგეგმის შედგენის, საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმების, ფინანსების, მარკეტინგის შესახებ, ადამიანის უფლებების თემებს და სხვა რელევანტურ საკითხებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები