თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-131. 131253253
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016036
გ-131. 131253253
21/11/2025
ვებგვერდი, 27/11/2025
000000000.00.154.016036
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი

            

თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №-131.131253253

2025 წლის 21 ნოემბერი 

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოქვეყნების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის სხდომის №49 ოქმის   თანახმად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ი  ტ  ა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის  სოფ ღულელებში მდებარე 1-ელ ქუჩას, შესაბამის შესახვევებს შეეცვალოს სახელწოდება და აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის გოჩა ჩიტაურის სახელი თანდართული რუკის მიხედვით.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                   ნიკოლოზ დიდებაშვილი