დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1117-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.05.001.102865 |
|
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს ანიჭებს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;“. 2. 81 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. 2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს: ა) სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს; ბ) სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის წესსა და პირობებს.“. 3. მე-11 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სამსახურის მიერ სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა.“; ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების სხვა მუნიციპალიტეტში განხორციელება უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 26 ნოემბერი 2025 წ. N1117-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები