თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-131. 131253252
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016035
გ-131. 131253252
21/11/2025
ვებგვერდი, 27/11/2025
000000000.00.154.016035
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება გ-131.131253252

2025 წლის 21 ნოემბერი

დაბა თიანეთი

 

 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოქვეყნების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი №49-ის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის  სოფ. ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩას, შესაბამის შესახვევებს, შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელი თანდართული რუკის მიხედვით.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.

5.  განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე   ნიკოლოზ დიდებაშვილი