,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-883
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016387
01-883
24/11/2025
ვებგვერდი, 26/11/2025
480610000.22.030.016387
,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-883

2025 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანების (ვებგვერდი, 15/07/2013; სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016083) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საკონსულო დაწესებულების საკონსულო საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი).’’;

ბ) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტმა, ან მესამე სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ.

2. საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო საქმიანობა შეიძლება ასევე განახორციელოს დროებით მივლინებულმა საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან სხვა საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა.’’;

გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საკონსულო დაწესებულების გახსნის აუცილებლობის თაობაზე, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, წინადადებას ამზადებს და მინისტრს განსახილველად წარუდგენს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი.“;

გ.ბ) მე-8 - მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ვიცე-საკონსულოსა და საკონსულო სააგენტოს გახსნის შესახებ საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ წინადადებაში ასახული უნდა იქნეს შესაბამისი გენერალური საკონსულოს და საკონსულოს არგუმენტაცია მათი გახსნის მიზანშეწონილობაზე.

9. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ წინადადებაში განსაზღვრული უნდა იქნეს საკონსულო დაწესებულების სავარაუდო ადგილსამყოფელი, კლასი, საკონსულო ოლქი და საკონსულო თანამდებობის პირთა რაოდენობა და კლასი, რაც შესაძლოა შეიცვალოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმების პროცესში. ხოლო, ვიცე-საკონსულოსა და საკონსულო სააგენტოს შემთხვევაში ასევე ის საკონსულო ფუნქციები, რომლითაც უნდა აღიჭურვონ შესაბამისი საკონსულო დაწესებულებები.

10. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წინადადების მოწონების შემთხვევაში საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოლაპარაკების/კონსულტაციების დაწყებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო დაწესებულების გახსნის თაობაზე.“;

გ.გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ მინისტრის ბრძანების მიღების შემდეგ სამინისტროს:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში - ადმინისტრაციული დეპარტამენტი) უზრუნველყოფს შესაბამისი წლის სამინისტროს ბიუჯეტში საკონსულო დაწესებულების გახსნისათვის საჭირო ასიგნებების გამოყოფას;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი) უზრუნველყოფს საშტატო ნუსხის დამტკიცებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;

გ) საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის საკონსულო პატენტით უზრუნველყოფას და ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან ეგზეკვატურის მიღებას და საკონსულო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური თუ სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას.“;

დ) მე-61 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობის არარსებობის შემთხვევაში, საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს, ან მესამე სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებას.’’;

ე) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. გენერალური საკონსულო უფლებამოსილია წინადადება წარუდგინოს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს, თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში ვიცე - საკონსულოს და/ან საკონსულო სააგენტოს გახსნის მიზანშეწონილობის თაობაზე.’’;

ვ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკონსულო უფლებამოსილია წინადადება წარუდგინოს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს, თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში ვიცე - საკონსულოს და/ან საკონსულო სააგენტოს გახსნის მიზანშეწონილობის თაობაზე.’’;

ზ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:
ზ.ა) ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) სამინისტროსთან და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალთან და წყვეტს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობას;’’;

ზ.ბ) ,,ო’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) სამინისტროს და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს წარუდგენს სხვადასხვა ანგარიშს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;’’.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი