გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016017
104
24/11/2025
ვებგვერდი, 26/11/2025
000000000.00.161.016017
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №104

2025 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 11 ივლისის №155316  და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 18 ნოემბრის №18-182532227 მომართვების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში არსებული 61-ე ქუჩის სახელწოდების არმქონე ჩიხების (სახელის მინიჭებამდე) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური რუკა) და დანართი №3-ის (სიტუაციური ნახაზი)  შესაბამისად.

მუხლი 2

განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

მუხლი 3

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4

განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                            მიხეილ გედეხაური