გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016016
105
24/11/2025
ვებგვერდი, 26/11/2025
000000000.00.161.016016
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №105

2025 წლის 24 ნოემბერი

გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 18 ნოემბრის №18-182532229 წერილის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

განხორციელდეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში, სახელწოდების არმქონე ქუჩების (სახელის მინიჭებამდე) სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური რუკა) და დანართი №3-ის (მიწის ნაკვეთის ორთოფოტო) შესაბამისად.

მუხლი 2

განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

მუხლი 3

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4

განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6 „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  მიხეილ გედეხაური