დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 515 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.025409 |
|
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №19 დანართის („რეფერალური მომსახურება“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 08) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 86 846.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი − 84 846.0 ათასი ლარით; ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი − 8.0 ათასი ლარით; გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1 845.0 ათასი ლარით; დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 147.0 ათასი ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები