დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016959 |
|
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 24/12/2019წ., 010250050.35.160.016595) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) „ჩატარებული სეანსების რაოდენობის აღრიცხვის ფორმა“ - დანართ №7-ის შესაბამისად.“; ბ.) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“: ბ.ა) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის პირველ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ კვლევა) - G40 დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდებიან არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე კატეგორიის ბენეფიციარები, რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 150 000 ქულის ჩათვლით – არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.“; ბ.ბ) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ბოლო თვის მიხედვით ირიცხებიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით.“; ბ.გ) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოში მომართვამდე განხორციელებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი კარდიოქირურგიული და ანგიოქირურგიული (I70.2; I71; I74) მომსახურებისა). ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსების წერილის გაცემამდე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.“; ბ.დ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პაციენტთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის ოჯახის წევრის მიერ (საჭიროების შემთხვევაში);“; ბ.ე) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება) (საჭიროების შემთხვევაში).“; ბ.ვ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ ცნობა ან ქვეპროგრამის მოსარგებლის თანხმობა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი სამსახურიდან პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოქირურგიის და ანგიოქირურგიის (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი I70.2; I71; I74) შემთხვევაში, სტაციონარში მყოფი პირი და პირი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.“ ბ.ზ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა მოთხოვნის განხილვისას „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“ მხედველობაში იღებს და ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით, რომელი პაკეტის მომხმარებელია განმცხადებელი, რომლის შესაბამისად შესაძლოა დაზუსტდეს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ შემოსავლების შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე, ამ წესით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში. ჯგუფი ასევე უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მისი ოჯახის ცხოვრების ფაქტის (ბოლო ორი წლის მანძილზე) დადასტურების გარეშეც.“; ბ.თ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გადაუდებელი კარდიოქირურგიისა და გადაუდებელი ანგიოქირურგიული ოპერაციის (I70.2; I71; I74) შემთხვევაში, მოქალაქის მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, ფინანსური ანგარიშსწორება განხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სამედიცინო დაწესებულების სახელზე არ გასცემს დაფინანსების წერილს. ანგარიშსწორებისათვის სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.“ გ) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“: გ.ა) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის „გ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ბოლო თვის მიხედვით ირიცხება ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით.“; გ.ბ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები (საჭიროების შემთხვევაში);“; გ.გ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის მე-5 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ბოლო თვის მიხედვით ირიცხებიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით. ასევე, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი 18 წლამდე ასაკის მქონე პირის ერთ-ერთ მშობელს აქვს 2-წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“; დ) პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ დ.ა) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ბოლო თვის მიხედვით ირიცხებიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით, ასევე, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი პირის მშობელს აქვს 2-წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. გამონაკლისი ვრცელდება პირებზე, რომლებიც იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“; დ.ბ) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. როცა შეუძლებელია მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სეანსების ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე. ამ შემთხვევაში დაწესებულებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაცდენილი სეანსების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ფორმა №IV-100/ა), ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაცემული წერილობითი მიმართვის საფუძველზე განსაზღვრული სეანსების რაოდენობის მიხედვით.“; დ.გ) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სეანსების ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს. სეანსების რაოდენობა შეზღუდული არ არის. სეანსების რაოდენობის განსაზღვრა ხდება ორგანიზაციაში არსებული თერაპიების ტარიფების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 420 (ოთხას ოცი ლარი და 00 თეთრი) ლარისა. სეანსების რაოდენობა და ბავშვის თერაპიის სახე უნდა თანხმდებოდეს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებელთან.“; დ.დ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 20 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ თვეში 20 სეანსის არ ჩატარდება, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; დ.ე) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის 41 პუნქტი. დ.ვ) შევიდეს ცვლილება მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოსარგებლისათვის მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილის გაუქმების საფუძველია: ა) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა); ბ) მოსარგებლის დიაგნოზის შეცვლა/მოხსნა, რაც უნდა დასტურდებოდეს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა №IV-100/ა).“; დ.ზ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ანგარიშგება და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 1.დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წადგენილი უნდა იქნეს ბეჭდური ფორმით. 2. ანგარიშგებისას სერვისის მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა); ბ) ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი; გ) ბენეფიციარის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით დამოწმებული, საანგარიშგებო თვეში ჩატარებული სეანსების რაოდენობის აღრიცხვის ფორმა. 3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. 4. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. 5. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნულის შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს დაწესებულებას და მისცეს 1 თვე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მომდევნო თვეში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აღნიშნული მომსახურება არ ანაზღაურდება. 6.ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სახელზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული წერილის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების გამწევისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ).“; დ.თ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მონიტორინგი და შეფასება 1.ქვეპროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს და შეფასებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში-განმახორციელებელი). ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 2. განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი მოიცავს: ა) დოკუმენტურ მონიტორინგს – სერვისის მიმწოდებლების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის გადამოწმებას; ბ) ადგილზე ვიზიტს – საჭიროებისამებრ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში, სამუშაო პროცესის შეფასების მიზნით; გ) ბენეფიციართა უკუკავშირის მიღებას – მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან სატელეფონო ინტერვიუს, ასევე, წერილობითი კითხვარის ან ფოკუსჯგუფის ჩატარების გზით; დ) შედეგიანობის ანალიზს – ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებისა და ბავშვთა უნარების დინამიკის შეფასებით; 3. საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი გასცემს რეკომენდაციებს სერვისის მიმწოდებლის მიმართ ხარვეზის გამოსასწორებლად; 4. სამსახურის ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებლის მიერ მზადდება შეფასების საერთო ანგარიში.“; დ.ი) შევიდეს ცვლილება მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი/ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და/ან სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;“; ე) პირველი მუხლის „დ“ პუნქტით დამტკიცებული „გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“: ე.ა) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ბოლო თვის მიხედვით ირიცხებიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით.“; ე.ბ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის 31 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. მიმართვის წერილის მოქმედების ვადა ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში განისაზღვრება საბიუჯეტო წლის ბოლომდე ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.“; ე.გ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი -R62-ის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა წარუდგინოს: ა) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა); ბ)ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი; გ) ბენეფიციარის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით დამოწმებული საანგარიშგებო თვეში ჩატარებული სეანსების რაოდენობის აღრიცხვის ფორმა.“; ე.დ) მე-4 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G80 და Q90 -ის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა) და კალკულაცია (შესრულებულ სამუშაოზე) განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს ბოლოს“; ე.ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მონიტორინგი და შეფასება 1.ქვეპროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს და შეფასებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში-განმახორციელებელი), რომელიც პერიოდულად ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ. 2. განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი მოიცავს: ა) დოკუმენტურ მონიტორინგს – სერვისის მიმწოდებლების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის გადამოწმებას; ბ) ადგილზე ვიზიტს – საჭიროებისამებრ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში სამუშაო პროცესის შეფასების მიზნით; გ) ბენეფიციართა უკუკავშირის მიღებას – მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან სატელეფონო ინტერვიუს, ასევე, წერილობითი კითხვარის ან ფოკუსჯგუფის ჩატარების გზით; დ) შედეგიანობის ანალიზს – ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებისა და ბავშვთა უნარების დინამიკის შეფასებით. 3. საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის განმახორციელებელი გასცემს რეკომენდაციებს სერვისის მიმწოდებლის მიმართ ხარვეზის გამოსასწორებლად. 4. სამსახურის ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში მონიტორინგის განმახორციელებლის მიერ მზადდება შეფასების საერთო ანგარიში.“; ე.ვ) დაემატოს მე-6 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ქვეპროგრამის შედეგი გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სტიმულირების, თვითმოვლის უნარების შეძენის, შემეცნების, მოტორიკისა და კომუნიკაციური უნარების გამომუშავების ხელშეწყობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები