დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება_ გარდაბნის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 27/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.009.287 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.287
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/352
2006 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – გარდაბნის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – გარდაბნის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მი-ნისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/274 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 24.08.06, №112, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესდების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სამუსიკო სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.“.
ბ) წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები