„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი 23/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 29/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 240060000.08(0).020.000076
379
23/09/1995
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 29/09/1995
240060000.08(0).020.000076
„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო მეთაური

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება №379

1995 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის პროცესში მუშაკების უფლებათა გაფართოება. მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საწარმოთა აქციონირებისა და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებაზე. სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნილი ჩამოყალიბდა 800-ზე მეტი სააქციო საზოგადოება, რომელთაგან 400-ზე მეტმა შრომითმა კოლექტივმა მიიღო გადაწყვეტილება აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ. საწარმოთა შრომითი კოლექტივები, რომლებიც პოტენციური ინვესტორები არიან, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესების ფონზე აყენებენ საკითხს პირველი ფულადი შენატანის შეტანის გადავადების შესახებ, რათა მათ შეძლონ სათანადო სახსრების თავმოყრა.

ზოგიერთი სააქციო საზოგადოების შრომითა კოლექტივის საწარმოთა ხელმძღვანელების დაუდევრობის გამო ვერ შეძლო დასახულ ვადებში სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება და წარდგენა აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის უფლების მოსაპოვებლად. მართალია, ასეთი საწარმოების ხელძღვანელების მიმართ ადგილებზე მიღებულ იქნა ადმინისტრაციული ზომები, მაგრამ საბოლოოდ დაზარალდნენ შრომითი კოლექტივების რიგითი წევრები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოთა შრომითი კოლექტივების  პოტენციური ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში და იმ სააქციო საზოგადოებებს, რომლებსაც გაუვიდათ. აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის პირველი შენატანის გადახდის ვადა, ამ თანხის დაფარვის დრო გადაუვადდეთ 1995 წლის 15 ნოემბრამდე.

2. იმ სააქციო საზოგადოების, შრომით კოლექტივებს, რომლებმაც საწარმოთა ხელმძღვანელების გამო დროულად ვერ შეძლეს დოკუმენტაციის წარდგენა აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის უფლების მოსაპოვებლად, გაუგრძელდეთ ამ უფლებით სარგებლობის ვადა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე, ხოლო აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის პირველი შენატანის გადახდის ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაური                        ე. შევარდნაძე