,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.113.016540
10
14/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
010250020.35.113.016540
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 14 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის  29 ნოემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.113.016402) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18.  მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი; 

ბ) გვარი; 

გ) პირადი ნომერი; 

დ) დაბადების თარიღი; 

ე) სქესი; 

ვ) მოქალაქეობა; 

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 

ი) ფოტოსურათი. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის  მერია ასევე მოიცავს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია