დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.10.003.025398 |
504
13/11/2025
ვებგვერდი, 14/11/2025
300010000.10.003.025398
„საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2021, 300010000.10.003.022806) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ წესის მიზნებისთვის, წინასწარი/სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების/ტარიფის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გულისხმობს შესწავლის ორგანოს მიერ წინასწარი/სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების/ტარიფის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობისთვის დადებითი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე მიღებულ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 13 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები