„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის,შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის,შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 17/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 080090020.19.012.016081
2
17/11/2025
ვებგვერდი, 18/11/2025
080090020.19.012.016081
„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის,შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №2

2025 წლის 17 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08/06/2020, 080090020.19.012.016074) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ანგარიში – კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტართან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშგებაში, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიგზავნა, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მიუთითოს პრევენციული ღონისძიებების შეჩერების საფუძველი.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფულადი სახსრების გადარიცხვის/კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემის შემთხვევაში – გადამხდელი/გადამცემი, მიმღები, გადამხდელის/გადამცემის და მიმღების პროვაიდერი, აგრეთვე, შუამავალი პროვაიდერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ გარიგების თაობაზე ანგარიშგების სამსახურისთვის წარდგენა

ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კომერციულმა ბანკმა/მიკრობანკმა სამსახურს უნდა წარუდგინოს ანგარიშგება შემდეგი გარიგების (ოპერაციის) თაობაზე:

ა) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ფულით (გარდა უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სპოტური, ფიუჩერსული, ფორვარდული ან სვოპური გარიგების საფუძველზე შესრულებული ოპერაციისა), თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ბ) ფიზიკური პირის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

გ) იურიდიული პირის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

დ) ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა მაღალი რისკის იურისდიქციიდან ან ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა მაღალი რისკის იურისდიქციაში, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ე) ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა საეჭვო ზონიდან ან ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა საეჭვო ზონაში, თუ ოპერაციის თანხა 150 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 150 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ვ) ფულადი გზავნილის მიღება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ან საეჭვო ზონიდან ან გაგზავნა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან საეჭვო ზონაში, თუ ოპერაციის თანხა 10 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 10 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

ზ) არასამეწარმეო იურიდიული პირის (საქველმოქმედო ორგანიზაციის გარდა) ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა სხვა იურისდიქციიდან, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;

თ) საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა სხვა იურისდიქციიდან, თუ ოპერაციის თანხა 10 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 10 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.“.

5. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადვოკატი, საადვოკატო ბიურო უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურის ნაცვლად წარუდგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც იმავე სამუშაო დღეს, ამ წესით გათვალისწინებული ფორმით, უცვლელი სახით წარუდგენს სამსახურს შესაბამის ანგარიშგებას ან სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს).“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიგიორგი დუგლაძე