დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 296 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017957 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარუდგინოს განცხადება საგადასახადო მოთხოვნის, ასევე საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, დანართი №I-121 შესაბამისად. 2. განცხადებაში მიეთითება იმ საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის რეკვიზიტები, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი. ამასთან, პირი ვალდებულია, განცხადებაში მიუთითოს მისი წარმოდგენის მიზანი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ. ამასთან, თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილება. 4. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს პირის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განცხადების წარდგენის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს იმ დოკუმენტის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი. 5. შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხულ/დაკისრებულ თანხებს, განცხადების რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ასახავს (გადაიტანს) პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე. 6. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული/დაკისრებული თანხები პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება (გადაიტანება) ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან განსხვავებულ ვადაში. 7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც პირს ეცნობება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადით ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანხის პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის (გადატანის) შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.“. 2. დანართი №I-121 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. 171 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი: „მუხლი 172. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარუდგინოს განცხადება „საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ დანართი №I-122 შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ. ამასთან, თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილება. 3. შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირის პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე აღრიცხულ შესაბამის თანხებს, განცხადების რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ასახავს (გადაიტანს) ამავე პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე. 4. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც პირის პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე აღრიცხული შესაბამისი თანხები პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება (გადაიტანება) ამ მუხლის მე-3 პუნქტისგან განსხვავებულ ვადებში. 5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც პირს ეცნობება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადით ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის (გადატანის) შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.“. 4. 172 მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №I-122. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები