„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016408
13
13/11/2025
ვებგვერდი, 14/11/2025
090020020.35.151.016408
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2025 წლის 13 ნოემბერი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში (www matsne.gov.ge, 06.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„10. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა დახმარება;“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„5. სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5-წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეს 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 13. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა დახმარება“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ბ) ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს ერთჯერადად მიეცემათ დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბი ზილინაშვილი