დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1061-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.102836 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 262 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 701 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა.“. 4. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“; ბ) „უ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ2) 2028 წლის 1 იანვრამდე რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;“; გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“. 5. 93-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს დეკლარაციას წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.“. 6. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;“; ბ) „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ2) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;“. 7. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“. 8. 130-ე მუხლის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდები (გარდა იმ დივიდენდებისა, რომლებიც მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“. 9. 1331 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 157-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) საინვესტიციო ოქრო − არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა. შენიშვნა: საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებს საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“. 12. 172-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) საინვესტიციო ოქროს მიწოდება;“. 13. 173-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი: „უ1) საინვესტიციო ოქროს იმპორტი;“. 14. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) 2028 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;“. 15. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ1) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისთვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;“. 16. 2901 და 2902 მუხლები ამოღებულ იქნეს. 17. 309-ე მუხლის: ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. 2028 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“; ბ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. 2028 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.“; გ) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს; დ) 79-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა; ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული; ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა; გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი); დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2029 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნებისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება.“; ე) 812 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „812. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 14 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 13 წელი; გ) 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 12 წელი; დ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 11 წელი; ე) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 10 წელი; ვ) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 9 წელი; ზ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 8 წელი; თ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 7 წელი; ი) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 6 წელი; კ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 5 წელი; ლ) 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 4 წელი.“; ვ) 991 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 992 ნაწილი: „992. რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ეს დივიდენდი რეზიდენტ საწარმოს მიღებული აქვს ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ 2023 წლის ან ამავე წლის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგების განაწილების შედეგად.“; ზ) 103-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „103. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის (გარდა ამ მუხლის 1031 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა): ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა, ხოლო ამ დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა; ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა.“; თ) 103-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1031 ნაწილი: „1031. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა; ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა.“; ი) 111-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს; კ) 131-ე და 132-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „131. ამ კოდექსის 1641 მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტი გამოიყენება 2028 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას. ამასთანავე, 2028 წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, საქართველოში კუთვნილ იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა. 132. 2028 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.“. 18. 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 12 ნოემბერი 2025 წ. N1061-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები