დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1050-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.102858 |
|
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:
„მუხლი 122. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს. ამ საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტითა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 12 ნოემბერი 2025 წ. N1050-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები