„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016842
25
14/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
010260000.35.148.016842
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2025 წლის 14 ნოემბერი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) 201 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.“.

ბ) 201 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. გორის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.“.

გ) 201 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მიზნებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.“.

დ) 201 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მიზნებისთვის  მერია, ასევე მოიცავს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე