დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებისა და ამ მომსახურების საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025394 |
|
| მუხლი 1 |
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები და ამ მომსახურების საფასურის ოდენობები“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №319 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები და ამ მომსახურების საფასურის ოდენობები |
მუხლი 1. სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები და საფასურის ოდენობები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:
შენიშვნა: ცხრილში მითითებულ ღირებულებაში არ შედის მივლინების ხარჯები. მუხლი 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები 1. სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები: ა) მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 30 კალენდარული დღის ვადაში − 200 ლარი. 20 კალენდარული დღის ვადაში − 250 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 350 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი; ბ) ინტერვენციული და დიაგნოსტიკური რადიოლოგიის დანიშნულების მაიონებელი გამოსხივების გენერატორების/მეოთხე კატეგორიის რადიოაქტიური წყაროებისა და ღია რადიოაქტიური წყაროების გამოყენებით (გარდა ბირთვულ მედიცინაში გამოყენებული წყაროებისა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 400 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში −1500 ლარი; გ) ბირთვულ მედიცინაში მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 1500 ლარი; დ) სხივურ თერაპიაში მაიონებელი გამოსხივების წყაროების/სამედიცინო ან არასამედიცინო დანიშნულების დამასხივებლის გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი; ე) სამედიცინო ან არასამედიცინო ციკლოტრონის/იონურ რადიოთერაპიაში მაიონებელი გამოსხივების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 7000 ლარი; ვ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება – 20 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 1500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი; ზ) სარეგისტრაციო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 200 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 250 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 350 ლარი; თ) ინტერვენციულ და დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაში ერთი ან ორი ერთეული მაიონებელი გამოსხივების გენერატორის/მეოთხე კატეგორიის რადიოაქტიური წყაროს ან ღია რადიოაქტიური წყაროს გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში – 400 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 1500 ლარი; ი) ინტერვენციულ და დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაში სამი ან მეტი ერთეული მაიონებელი გამოსხივების გენერატორის/მეოთხე კატეგორიის რადიოაქტიური წყაროს ან ღია რადიოაქტიური წყაროს გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში – 600 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 800 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 2000 ლარი; კ) ბირთვულ მედიცინაში მაიონებელი გამოსხივების წყაროს გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი; ლ) სხივურ თერაპიაში ერთი ერთეული სამედიცინო დანიშნულების ამაჩქარებელთან ან სხვა მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან/ერთი ერთეული სამედიცინო ან არასამედიცინო დანიშნულების დამასხივებლის გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი; მ) სხივურ თერაპიაში ორი ან მეტი ერთეული სამედიცინო დანიშნულების ამაჩქარებელთან ან სხვა მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან/ერთი ერთეული სამედიცინო ან არასამედიცინო დანიშნულების დამასხივებლის გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 2000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 4000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 6000 ლარი; ნ) ერთი ერთეული სამედიცინო ან არასამედიცინო ციკლოტრონის/იონურ რადიოთერაპიაში მაიონებელი გამოსხივების გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში – 2000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 5000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 7000 ლარი; ო) ორი ან მეტი ერთეული − სამედიცინო ან არასამედიცინო ციკლოტრონის/იონურ რადიოთერაპიაში მაიონებელი გამოსხივების გამოყენებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება – 20 კალენდარული დღის ვადაში – 3000 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 6000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 8000 ლარი; პ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში – 500 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში – 1000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში – 2000 ლარი; ჟ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 700 ლარი; რ) ლიცენზიას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 700 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 1000 ლარი; ს) ლიცენზიის ფარგლებში, რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუჰაუს ერთჯერადი იმპორტის/ექსპორტის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი; ტ) რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 300 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 400 ლარი; უ) რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუჰაუს ერთჯერადი იმპორტის/ექსპორტის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 10 კალენდარული დღის ვადაში − 3000 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 5000 ლარი; ფ) სარეგისტრაციო/სალიცენზიო მოწმობაში მითითებული რომელიმე რეკვიზიტის ცვლილება − 50 ლარი; ქ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორზე რენტგენის მილაკის შეცვლის შემდგომ ექსპლუატაციის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება − 30 კალენდარული დღე − 100 ლარი, 20 კალენდარული დღე − 150 ლარი, 10 კალენდარული დღე − 200 ლარი, 3 კალენდარული დღე − 250 ლარი; ღ) მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე თითოეული პერსონალის ცვლილების შეთანხმება − 25 ლარი. 2. სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ლიცენზიის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან, ხოლო ნებართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში ახორციელებს უფასოდ. 3. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გარდა, სხვა ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის, რომელიც ექვემდებარება ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ან/და სალიცენზიო პირობებში ცვლილებების შეთანხმებას, საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები განისაზღვროს შემდეგი სახით: ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სალიცენზიო პირობებში ცვლილებების შეთანხმება − 20 კალენდარული დღის ვადაში − 400 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში − 500 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში − 1500 ლარი. მუხლი 3. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მოთხოვნილი ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღეს ემთხვევა უქმე ან დასვენების დღე, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დენა ჩერდება სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების ან/და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ხარვეზის გამოსასწორებლად სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში. 3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. 6. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. 7. სააგენტო დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებაზე მომსახურების გაწევის საფასურისგან გაათავისუფლებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში. მუხლი 4. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი, სააგენტოს მიზეზით, ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში. 2. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ. 3. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობით დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას, მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები