დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 498 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025392 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/11/2025 - 27/01/2026)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში − ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში − ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებს, საფასურის ოდენობასა და მომსახურების პირობებს. მუხლი 2. მომსახურების სახეები სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებია: ა) ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურება; ბ) სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება. მუხლი 3. მომსახურების საფასურის ოდენობა 1. ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით:
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების ღირებულებას ემატება ადმინისტრირების ხარჯი – მომსახურების ხარჯის 50%. 2. სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით:
მუხლი 4. მომსახურების პირობები 1. ორგანიზაცია, რომელიც სასწავლო ცენტრის მომსახურების შესყიდვას გადაწყვეტს (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა სასწავლო ცენტრს წერილობით წარუდგინოს. მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო და შეესაბამებოდეს სასწავლო ცენტრის საქმიანობის სფეროს; მასში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ვიზიტის მიზანი და მომსახურების პირობა. 2. სასწავლო ცენტრი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ მოთხოვნას მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს. სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია: ა) დააზუსტოს მომსახურების პირობები და ხანგრძლივობა; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი; გ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მოთხოვნა სცდება სასწავლო ცენტრის უფლებამოსილებას ან ტექნიკურ შესაძლებლობებს ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3. სასწავლო ცენტრსა და შემსყიდველ ორგანიზაციასთან გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის სასწავლო ცენტრის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის გზით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები