დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.025389 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2018, 010320000.10.003.020383) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:
1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შიდა აუდიტორული უფლებამოსილების ფარგლებში, აუდიტორული პროცედურების ან/და მონიტორინგის ღონისძიებების ხარისხის ზედამხედველი − საერთაშორისო სტანდარტების ან/და შემუშავებული მეთოდოლოგიებისა და წესების მიხედვით, ზედამხედველობს აუდიტორული საქმიანობის ან/და მონიტორინგის პროცესების განხორციელების ხარისხს;“. 2. „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ პუნქტით განსაზღვრული პირების უშუალო ხელმძღვანელი პირი/პირები, რომელსაც/რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები