„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1023-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.102841
1023-IVმს-XIმპ
11/11/2025
ვებგვერდი, 14/11/2025
040110030.05.001.102841
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაცულ ტერიტორიასა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა) და სახელმწიფო ტყეზე (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა, 291 მუხლისა და 36-ე მუხლის 1პუნქტისა);“.

2. მე-2 მუხლის: 

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „ზ“−„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით გადასული, პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო ან უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;

თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება −  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება − სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ დაფუძნებული ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“.

4. 31 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.

7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი, თუ საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულება, ამ ვალდებულების/ ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტიციის განხორციელებას/დანახარჯის გაწევას არ საჭიროებს.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 მუხლი:

„მუხლი 3​3. სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაცია

სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ამ ქონების რეალიზაციის ფორმისა) ახალ მესაკუთრესა და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულება/ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, თუ აღნიშნული ქონების ამ მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციამდე სათანადო მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“.

6. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინფორმაცია სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“.

7. 51 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.“.

8. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული არ უზრუნველყოფს ამ მოძრავი ქონების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში გატანას.“;

ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. 6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება შეიძლება განაწილდეს, მათ შორის, სოციალური მიზნებისთვის, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე მუნიციპალიტეტისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან/და სახელმწიფოს 50%-იანი ან 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემით.“.

10. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულებისა) პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზების დროს საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.

11. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის VI თავით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისთვის განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის თაობაზე ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.“.

12. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით ქონების სააგენტოს მიმართავს და მოძრავ ქონებას გადასცემს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება;

ბ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება:

ბ.ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით;

ბ.ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება;

დ) განაწილება;

ე) განადგურება;

ვ) ლიზინგის ფორმით გადაცემა.“.

14. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. საქართველოს მთავრობის მიერ მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას − ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში. ქონების მმართველის მიერ დადგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარულ დღეს (გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევისა). ნასყიდობის ხელშეკრულების ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დაუდებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს იმავე ვადის გასვლის შემდეგ.“.

15. 31მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31​​​1. მოძრავი ქონების ქონების სააგენტოს მიერ განკარგვის წესი

1. ქონების სააგენტომ მოძრავი ქონების პრივატიზების ფორმა შეიძლება ამ ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე შეარჩიოს.

2. მოძრავი ქონება სამინისტროსთან შეთანხმებით ქონების სააგენტომ შეიძლება ამ კანონის 63 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით გაანაწილოს.

3. თუ მოძრავი ქონების რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, იგი უნდა განადგურდეს.“.

16. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი ამ განცხადებით მიმართვიდან 2 კვირის ვადაში, დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის სათანადო მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის საფუძველია, ან სახელმწიფო ქონების გადაცემაზე მოტივირებულ უარს აცხადებს. ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების გადაცემაზე უარის განცხადების შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსთვის ან მუნიციპალიტეტისთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება ქონების მმართველსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზედაც სახელმწიფო ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული.“.

17. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 47-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის განცხადებით მიმართვისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისთვის განცხადებით მიმართვის დროებითი წესი“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

11 ნოემბერი 2025 წ.

N1023-IVმს-XIმპ