საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1024-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102835
1024-IVმს-XIმპ
11/11/2025
ვებგვერდი, 14/11/2025
200000000.05.001.102835
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) მიღების შედეგად, აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტთა მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;“.

2. 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;“.

3. 182-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის პრივატიზებისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი პირი.“.

4. 190მუხლის 1ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის პრივატიზება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.“.

5. 192-ე მუხლის:

ა) 1ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმლის პრივატიზების შემთხვევაში აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი ამ საქონლის შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების დასრულებისთანავე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო/საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით ახორციელებენ აქციზური მარკის გარეშე, წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი პრივატიზება ან განადგურება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

11 ნოემბერი 2025 წ.

N1024-IVმს-XIმპ