სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი 29/08/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 8, 31/08/1994
სარეგისტრაციო კოდი 220120000.08.002.000028
280
29/08/1994
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 8, 31/08/1994
220120000.08.002.000028
სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაური
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება №280

1994 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის „საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 12 აგვისტოს №253 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინადადება სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის შესახებ, რაც განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად.

2. სახელმწიფო კომერციულმა ბანკმა „ინდუსტრიაბანკმა“ უზრუნველყოს დამფუძნებელ ტიპობრივ დოკუმენტაციაში, მათ შორის სააქციო-კომერციული ბანკის წესდებაში, ბანკის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ცვლილებების შეტანა.

3. „ინდუსტრიაბანკის“ აქციონირებისას მასზე გავრცელდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით გათვალისწინებული შეღავათები.

4. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს დადგენილი წესით ახლად დაფუძნებული სააქციო-კომერციული ბანკის რეგისტრაცია და გასცეს  გენერალური ლიცენზია საბანკო ოპერაციების წარმოებაზე, მათ შორის უცხოური ვალუტით.

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                                ე. შევარდნაძე