„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016638
16
07/11/2025
ვებგვერდი, 10/11/2025
010260020.35.166.016638
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 7 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ.“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 261. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის, სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ი) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.  მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის  მერია, ასევე, მოიცავს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევანი ხაზიური