„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017409
122
14/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
120340000.22.026.017409
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის N38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №122

 

2025 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №38 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.017322) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციული კლიმატის კვლევისა და შეფასების განხორციელება, ასევე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის ინტეგრირების, ეთიკური აზროვნების დამკვიდრების, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების მხარდაჭერა. ამ მიზნით სართაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, შესაბამისი საერთაშორისო და ორგანიზაციული დონის პროექტების ინიციირება და განხორციელება, ცნობიერების ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი