ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016726
36
06/11/2025
ვებგვერდი, 07/11/2025
010250050.35.143.016726
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2025 წლის 6 ნოემბერი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 08.12.2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.143.016445) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 411 მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი; 

ბ) გვარი; 

გ) პირადი ნომერი; 

დ) დაბადების თარიღი; 

ე) სქესი; 

ვ) მოქალაქეობა; 

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 

ი) ფოტოსურათი. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 

4.ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის მერია, ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი