დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს N143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018766 |
|
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანების (http://www.matsne.gov.ge 02/09/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018561) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელება 1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტი/კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს. 2. სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის შინაარსის მარეგულირებელი აქტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია ამ პროგრამის ფარგლებში. 3. დაუშვებელია ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლება დისტანციური ფორმით. 4. დაუშვებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება დისტანციური ფორმით. 5. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ორგანიზება არადისტანციური ფორმით. 6. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების იმ პროგრამებისათვის, რომლებიც არ ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს, პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად სწავლების ან/და შეფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება. ამ შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომ – ცენტრი) პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე წარმოდგენილ განაცხადში ასახოს პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, არგუმენტირებული დასაბუთება და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ფასდება პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. 7. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას და ავტორიზაციის/პროგრამის დამატების ეტაპზე არ ჰქონდა მოთხოვნილი პროგრამის/პროგრამის კომპონენტის/კომპონენტების დისტანციურად განხორციელება, პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია მიმართოს ცენტრს, პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების თაობაზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით. 8. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას/პროფესიული გადამზადების პროგრამას და პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე არ ჰქონდა მოთხოვნილი პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად დისტანციურად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელება, პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების შემთხვევაში ვალდებულია მიმართოს ცენტრს პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების თაობაზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით. 9. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას/პროფესიული გადამზადების პროგრამას და სურს განახორციელოს აღნიშნული პროგრამა/პროგრამის კომპონენტები სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად, ვალდებულია შეცვალოს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა, რომელსაც ეყრდნობა პროფესიული მომზადების პროგრამა/პროფესიული გადამზადების პროგრამა და ცვლილების შემდგომ მიმართოს ცენტრს პროგრამის განხორციელების ფორმის ცვლილების თაობაზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით. 10. პროგრამის დისტანციურად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელების მიზნით დაწესებულება განსაზღვრავს დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესის ეტაპებს, პროცესში ჩართულ პირთა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, ასევე, დისტანციური სწავლებისა და შეფასების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებს. 11. ამ მუხლის მე-7–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია, განახორციელოს მონიტორინგი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მოპოვებული აქვს პროფესიული მომზადების პროგრამების/პროფესიული გადამზადების პროგრამების, რომლებიც არ ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს, სრულად დისტანციურად განხორციელების უფლება, უფლებამოსილია აღნიშნული პროგრამა განახორციელოს პროგრამის განხორციელების უფლების ვადით; ბ) რომელმაც, 2024 წლის 30 აგვისტომდე დაიწყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელება, უფლებამოსილია ეს პროგრამები განახორციელოს ავტორიზაციის/პროგრამის განხორციელების უფლების ვადით. აღნიშნული დაწესებულება ვალდებულია ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა ხსენებულ პროგრამებზე განსაზღვროს დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესის ეტაპები, პროცესში ჩართულ პირთა მოვალეობები და პასუხისმგებლობები, ასევე, დისტანციური სწავლებისა და შეფასების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმები და წარუდგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები