“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 21/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.009.266
  • Word
81
20/09/2006
სსმ, 130, 21/09/2006
010.240.030.22.025.009.266
“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.009.266

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №81

2006 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №38 ბრძანებით (სსმ III, 28.04.2006წ., №59, მუხ. 782) დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა)    თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ა.ბ) სამინისტროში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;

ა.გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ა.დ) მინისტრის ორგანიზაციული და საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება;

ა.ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის გამოცემაზე (მიღებაზე) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადება – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.

ა.ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

ბ) კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველო:

ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმის წარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;

ბ.ბ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილეების დავალებების (რეზოლუციების) შესაბამისად მომზადებულ პროექტებზე შემსრულებელთა მიერ ვიზირების უზრუნველყოფა;

ბ.გ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლი;

ბ.დ) სამინისტროში ზეპირი მოსმენების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში გამართული თათბირების ან ზეპირი მოსმენების ოქმების შედგენა;

ბ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;

ბ.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;

ბ.ზ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა დასაქმება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

ბ.თ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

დ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო:

დ.ა) ენერგეტიკული დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;

დ.ბ) სამინისტროს ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, შიდა კომპიუტერულ ქსელში ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მასში სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება;

დ.გ) სამინისტროს ელექტრონული ვებ-გვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსება.

ე) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო:

ე.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, შენობა-ნაგებობების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აგრეთვე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;

ე.ბ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა.

ვ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წარმართავს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოსა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობას.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური