„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017638
109
06/11/2025
ვებგვერდი, 07/11/2025
140030000.22.034.017638
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №109

2025 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად დადგენილია შემდეგი შეზღუდვები:

ა) სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურესა და საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა), ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში, გარდა ამ წესის 71 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ აქვს ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ საჯარო სამსახურში, აგრეთვე, იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეთავსებითი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისას, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

2. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

3. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, გარდა „დ“, „ე“, „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა.“.

4. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 42. სამსახურიდან დათხოვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე