დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიცატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილევის შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.126.016476 |
|
„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასწავლო-საგანმანათლებლო საერთაშორისო ოლიმპიადაში, საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის/ოლიმპიადის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები