საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი 03/05/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 5, 31/05/1994
სარეგისტრაციო კოდი 040110030.08(0).020.000115
140
03/05/1994
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 5, 31/05/1994
040110030.08(0).020.000115
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაური

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება №140

1994 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ

ქვეყანაში შექმნილ რთულ ინფლაციურ პროცესებსა და მძიმე ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით:

1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრები, მათგან სანოტარო და საშუამავლო ხარჯების, აგრეთვე პრივატიზების განხორციელების ორგანიზაციული ხარჯების დასაფარავად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის გადასარიცხი ამონაგები თანხის 5 პროცენტის გამოკლების შემდეგ, როგორც დროებითი ღონისძიება, 1994 წელს გამოყენებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესავსებად მიღებული ეროვნული ბანკის კრედიტების დაფარვისა და ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის შესაქმნელად.

2. დაევალოს საფინანსო სისტემის რეორგანიზაციის სამთავრობო კომისიას (თ. ბასილია) ორი კვირის ვადაში მოამზადოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის დებულება.

3. 1995 წლამდე შეჩერდეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 26 ნოემბრის №239 ბრძანებულების მოქმედება.

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                                   ე. შევარდნაძე