დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 492 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.025386 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.“. 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რომლის გამცემ პირებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.“. 3. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რომლის გამცემ პირებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.“. 4. 242 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების/ანაზღაურების სახით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის)/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, როგორც არსებული მრავალწლოვანი ბაღისთვის, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ბაღისთვის. 2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე თანადაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%-ისა, მაგრამ არაუმეტეს დანართ №9-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 750 000 ლარს.“. 5. 245 მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, სააგენტოს თანადაფინანსებით, ბაღების კომპონენტის ფარგლებში, გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე, ხოლო ვაზის არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე ვენახის არსებობის შესახებ;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის შემთხვევაში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ან/და განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად.“. 6. 246 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც დადასტურდება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის მიზნობრიობის შესრულება, წყლის საკმარისი დებეტის არსებობის ფაქტი, ასევე ცენტრის/ლაბორატორიის დასკვნა − წყლის ვარგისიანობა სარწყავი მიზნებისთვის.“; ბ) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც უნდა დასტურდებოდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნობრიობის შესრულება. 41. წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც უნდა დასტურდებოდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება.“. 7. 2413 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში.“. 8. დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
|
დანართი
|
„დანართი №9
1 ჰა-ზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები