„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025383
489
31/10/2025
ვებგვერდი, 05/11/2025
300310000.10.003.025383
„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №489

2025 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების,   არქიტექტურული   და   სამშენებლო    საქმიანობის   კოდექსის

141-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31                მაისის №256 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021273) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2026 წლის 1 სექტემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ, განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან პირს, თუ მას აქვს:

ა) შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ:

ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ბ) 10 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.გ) 5 წლის სტაჟი – II კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.დ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ე) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ვ) 7 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;

ბ.ზ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად;

ბ.თ) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე