დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 485 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.025379 |
485
31/10/2025
ვებგვერდი, 04/11/2025
330090000.10.003.025379
„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 3 სექტემბრის №952-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019, 330090000.10.003.021278) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებში“:
1. 11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი: „მუხლი 12. კოდექსის 14110 მუხლით გათვალისწინებული საბაზისო-თემატური გეგმა, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მოიცავდეს ძირითადი დებულებებით დადგენილ მოთხოვნებსა და წესებს.“. 2. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განაშენიანების დეტალური გეგმით შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაზუსტება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები