დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.025378 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 3 სექტემბრის №952-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში“:
1. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი: „მუხლი 241. მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, მშენებლობის შეტყობინებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისას გამოიყენოს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატური საშუალებები. 2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, მშენებლობის შეტყობინებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტადიის თაობაზე ელექტრონული განცხადების წარდგენა დაადასტუროს ამ განცხადების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციითა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ავტომატურად აისახება საკადასტრო რუკაზე, უძრავ ნივთზე (საკადასტრო ერთეულზე) იდენტიფიცირებული სახით და საჯაროდ ქვეყნდება. 4. მშენებლობის შეტყობინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გაიცემა მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით და ქვეყნდება საჯაროდ შესაბამის პორტალზე.“. 2. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი: „მუხლი 251. მშენებლობის ნებართვის თაობაზე განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისას და ამ ნებართვის გაცემის მიზნით, გამოიყენოს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატური საშუალებები. 2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტადიის თაობაზე ელექტრონული განცხადების წარდგენა დაადასტუროს ამ განცხადების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციითა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ავტომატურად აისახება საკადასტრო რუკაზე, უძრავ ნივთზე (საკადასტრო ერთეულზე) იდენტიფიცირებული სახით და საჯაროდ ქვეყნდება. 4. მშენებლობის ნებართვა (მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტადიის თაობაზე გადაწყვეტილება) გაიცემა მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით და ქვეყნდება საჯაროდ შესაბამის პორტალზე.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები