სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები) სახელდების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 55253005
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016040
გ-55. 55253005
27/10/2025
ვებგვერდი, 03/11/2025
000000000.00.168.016040
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიცაპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-55. 55253005

2025 წლის 27 ოქტომბერი

სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები) სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის სხდომის №48 ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. სოფელ ზემო მაღაროში სახელის არმქონე ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა (ნახაზი თან ერთვის, დანათი №1).

2. სოფელ ზემო მაღაროში გაგრძელდეს ზღუდერის (ყოფილი მე-7) ქუჩა თანდართული ნახაზის თანახმად (დანართი №2) და ამ მონაკვეთს ეწოდოს ზღუდერის ქუჩა.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

5. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი, ც. დადიანის ქ.№15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე დავითი  ჯანიკაშვილი