„საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ №1 ცვლილების შეთანხმება"

„საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ №1 ცვლილების შეთანხმება"
დოკუმენტის ნომერი 2018-149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2025
ძალაში შესვლის თარიღი 21/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016838
2018-149
09/05/2025
ვებგვერდი, 03/11/2025
480610000.03.030.016838
„საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ №1 ცვლილების შეთანხმება"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ №1 ცვლილების შეთანხმება“

 NEFCO-2018-149 E5P

 

სასესხო შეთანხმების

 

№1 ცვლილების შეთანხმება

 

(საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)

                                                                            

საქართველოსა

 

და

 

სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას

 

შორის

 

დათარიღებული    9 მაისი    2025

 

    სასესხო შეთანხმების წინამდებარე №1 ცვლილების შეთანხმება დაიდო  შემდეგ მხარეებს შორის („მხარეები“):

(1) საქართველო, როგორც მსესხებელი („მსესხებელი“); და

(2) სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია  („NEFCO“), როგორც გამსესხებელი;

აღწერა:

(ა) NEFCO-ს და მსესხებელს შორის 2022 წლის 4 მაისს  დაიდო სასესხო შეთანხმება („სასესხო შეთანხმება“), რომლის მიხედვითაც NEFCO დათანხმდა მსესხებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სესხი 3,900,000 ევროს ოდენობით, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად, საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ინვესტიციების  დასაფინანსებლად;

(ბ)  სასესხო შეთანხმების 11.01 პუნქტის (ძალაში შესვლა) შესაბამისად, სასესხო შეთანხმება ძალაში შევიდა 2022 წლის 21 ოქტომბერს;

(გ)  სასესხო შეთანხმების 2.04 პუნქტის (ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი) შესაბამისად, სესხის მიმღებმა თხოვნით მიმართა და NEFCO დათანხმდა სასესხო შეთანხმების შესაბამისად სესხის ხელმისაწვდომობის გახანგრძლივებაზე;

(დ) მხარეებს ახლა სურთ შეცვალონ სასესხო შეთანხმება, როგორც ეს გათვალისწინებულია, და ამ N1 ცვლილების შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

ახლა, ამგვარად, შეთანხმებულია შემდეგი:

მუხლი 1.
განმარტებები და ინტერპრეტაცია

1.01.  სასესხო შეთანხმებაში განმარტებულ ტერმინებს (იქნება ეს უშუალოდ, ან სხვა შეთანხმებაზე მითითებით), თუ ამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც N1 ცვლილების შეთანხმებაში.

მუხლი 2.
ცვლილებები

2.01.   სასესხო შეთანხმების 2.04 (ა) პუნქტი შეიცვალოს შემდეგნაირად:

2.04  ხელმისაწვდომობის  ბოლო თარიღი. (ა) ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი არის 2027 წლის 31 დეკემბერი.

2.02.  სასესხო შეთანხმების დებულებები, გარდა N1 ცვლილების შეთანხმების მიერ შეცვლილი დებულებებისა, გააგრძელებს  მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.

2.03.  სასესხო შეთანხმება და N1 ცვლილების შეთანხმება განიხილება და განიმარტება  როგორც ერთიანი დოკუმენტი.

მუხლი 3.
ძალაში შესვლა

3.01.   ძალაში შესვლა.  წინამდებარე  სასესხო შეთანხმების N1 ცვლილების შეთანხმება  ძალაში შედის იმ თარიღში, როცა NEFCO  სესხის მიმღებისგან მიიღებს შეტყობინებას, რომ დასრულდა სასესხო შეთანხმების N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურები. NEFCO გრანტის მიმღებთან შეათანხმებს წინამდებარე შეთანხმების N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს.

3.02.   წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებაში არაფერი იქნება გაგებული, როგორც NEFCO-ს მხრიდან 1998 წლის 6 ნოემბერს დანიას, ფინეთს, ისლანდიას, ნორვეგიასა და შვედეთს შორის NEFCO-ს შესახებ შეთანხმების, ჩარჩო შეთანხმების, სხვა საერთაშორისო კონვენციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერ იმუნიტეტზე, პრივილეგიაზე ან შეღავათზე უარის თქმა ან სხვა მოდიფიკაცია.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, NEFCO-მ გააკეთა არბიტრაჟის პირდაპირი წარდგენა წინამდებარე 11.03 (დავის გადაწყვეტა) ქვეპუნქტის მიხედვით და შესაბამისად, მისი სხვა პრივილეგიების და იმუნიტეტების შეუზღუდავად (მათ შორის, შეუზღუდავად, მისი არქივების ხელშეუხებლობა), იგი აღიარებს, რომ მას არ აქვს საჩივრების და იურიდიული პროცესების მიმართ იმუნიტეტი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით სათანადოდ გაკეთებული საარბიტრაჟო განაცხადის შედეგად, წინამდებარე შეთანხმების 11.03 (დავის გადაწყვეტა)  ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

ამის დასტურად, მხარეებმა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმების წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებას თავისი სახელებით ზემოთ მითითებული თარიღით.

 

საქართველოს სახელით

 

_____________________

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

 

სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის სახელით

 

_____________________           

ტრონდ მოე                                                                                                             

მმართველი დირექტორი

 

 

_____________________

ვივი ავიკაინენი

ინვესტიციების მენეჯერი