დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 128, 18/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.22.033.009.239 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.009.239
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1119
2006 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებას (სსმ III, 2006წ., №6, მუხ. 50) დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა (გარდა II, III და V თავებში მოცემული თანამდებობებისა) უმაღლესი განათლების საკვალიფიკაციო მოთხოვნის ალტერნატიულ მოთხოვნად განისაზღვროს უმაღლესი ტექნიკური განათლება. უმაღლეს ტექნიკურ განათლებად ჩაითვალოს უმაღლესი განათლება შემდეგი სპეციალობებით: ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა, სტატისტიკა და სხვა ზუსტი გამოყენებითი სპეციალობები, რომელიც უკავშირდება კომპიუტერულ და ქსელურ ტექნოლოგიებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემურ-მათემატიკურ ანალიზს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები