“საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 122-ორგ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 14/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 14/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 21/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.20.013.009.237
  • Word
122-ორგ
14/09/2006
სსმ, 126, 14/09/2006
010.320.000.20.013.009.237
“საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.20.013.009.237

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №122-ორგ

2006 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებაში (სსმ III, 21.05.01წ., №52, მუხ. 388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებსა და მდივანს – კომისიის თავმჯდომარე, კონტროლის პალატის პრეზიდიუმთან შეთანხმებით.

3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე“.

2. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 11 და 31 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამწლიან საატესტაციო პერიოდებს შორის სარევიზიო უფლების მქონე მოხელეები დაწინაურების შემთხვევაში ატესტაციას გადიან წერილობითი ტესტირების გარეშე, მხოლოდ გასაუბრების ფორმით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

31. ტესტირების პროგრამით (დანართი №1) გათვალისწინებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოყენებულ იქნეს კონკურსის ან ატესტაციის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე მოქმედი მდგომარეობით“.

მუხლი 2. ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის მოხელეებს.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი       ი. მესხია