დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 480 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.025374 |
|
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2017, 010320050.10.003.019790) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიუროს უფროსი თანამდებობის პირების შერჩევისათვის ყოველწლიურად (გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, 5 წევრის შემადგენლობით, რომლებიც აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან, ქმნის კომისიას.“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის ფორმირება ხდება აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აკადემიური წრის წარმომადგენელი კომისიის წევრი უნდა იყოს პირი: ა) რომელიც არ არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი; ბ) რომლის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა/არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.“; ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებულ პირობებთან შესაბამისობის ფაქტს კომისიის წევრობის კანდიდატი ადასტურებს განცხადების წარდგენის ეტაპზე. პირობებთან შესაბამისობის შესახებ ბიუროსთვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის წევრობის კანდიდატს. ბიურო ამოწმებს კომისიის წევრობის კანდიდატის შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და, შეუსაბამობის შემთხვევაში, უარს აცხადებს კანდიდატის კომისიის წევრად მიღებაზე. 11. კომისიაში გაწევრების მიზნით, განცხადების 5-ზე მეტი აკადემიური წრის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ბიურო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს 5 აკადემიური წრის წარმომადგენელს.“. 4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ კომისიაში გაწევრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ, ბიუროს უფროსის მიერ დადგენილ თარიღამდე ბიუროს არ წარედგინება განცხადება ან აკადემიური წრეების 5-ზე ნაკლები კანდიდატი განაცხადებს კომისიაში გაწევრებაზე, ბიურო უფლებამოსილია, განსაზღვროს განაცხადების წარდგენის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. თუ ბიუროს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ მოხდა განცხადების წარდგენა ან წარდგენილი განცხადებები იქნება ამ პუნქტით გათვალისწინებულზე ნაკლები, კომისია არ შეიქმნება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები