ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016018
16
23/10/2025
ვებგვერდი, 29/10/2025
000000000.00.106.016018
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №16

2025 წლის 23 ოქტომბერი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის  თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის №48 სხდომის  გადაწყვეტილების შესაბამისად:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად, თბილისის ქუჩას გადაერქვას სახელი და ეწოდოს ტარიელ გელანტიას სახელი.     

2. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება გამოქვეყნდეს  სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).

 საკრებულოს თავმჯდომარე     ლევან  ქავთარაძე