დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი |
| მიღების თარიღი | 28/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.81.094.016011 |
|
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/08/2023; 010290000.81.094.016004) დამტკიცებულ ფინანსური ანგარიშების თანდართულ ფორმებში შევიდეს ცვლილება და ფინანსური ანგარიშების ფორმები დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით.
2. „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/08/2023; 010290000.81.094.016004) დამტკიცებული „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესის“: ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარტიამ/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია ბიუროს უნდა მიაწოდოს აღნიშნული ოპერაციის განხორციელების საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა, ფორმა №4.5-ის შესაბამისად.“; გ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები