სს „ჯორჯიან ქარდის“ მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

სს „ჯორჯიან ქარდის“ მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზის“ წარმომადგენელი
მიღების თარიღი 23/10/2025
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2025
სარეგისტრაციო კოდი
0
23/10/2025
ვებგვერდი, 29/10/2025
სს „ჯორჯიან ქარდის“ მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზის“ წარმომადგენელი

­­­­

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

(სს „ჯორჯიან ქარდის“ (ს/ნ:204396377) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)

(1) სს ,,ექსპრეს ტექნოლოჯიზი (ს/ნ:204542003) (შემდგომში  „შემსყიდველი“), როგორც სს „ჯორჯიან ქარდის“ (ს/ნ:204396377) (შემდგომში  „საზოგადოება“) საწესდებო კაპიტალში განთავსებული აქციების სრული ოდენობის 99.40965%-ის რეგისტრირებული მესაკუთრე,  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის, „მინორიტარი აქციონერისათვის აქციის სავალდებულო მიყიდვის“ საფუძველზე, გამოხატავს ნებას საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

(2) აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია/წინაპირობებია: საზოგადოების ნორმალური, ეფექტური ფუნქციონირება, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება, საზოგადოების განვითრებისა და ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის დაცვით მიღება, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია და სისტემური რისკების დაზღვევა.

(3) წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ დროს), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში  „სსსკ“) XXXIV​2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, აქციათა სავალდებულო მიყიდვის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრის შესახებ.

(4) სსსკ-ის 30914 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო სსსკ-ით დადგენილი წესით, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით.

(5) საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ ნომინალური მფლობელობის სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი/პროპორციული თანხა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

(6) წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

(7) წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.matsne.gov.ge.

(8) წინამდებარე განცხადების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge გამოქვეყნებით დაიწყოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადის ათვლა.

                                                                                                                                                                       

სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზის

წარმომადგენელი                     ზაზა ზანგურაშვილი

23/10/2025