დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121-ორგ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 14/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 14/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.20.013.009.236 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.009.236
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №121-ორგ
2006 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (სსმ III, 20.05.02 წ., №50, მუხ. 471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო“.
2. რეგლამენტის მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო“ .
3. რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეებს – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატის თავმჯდომარეების მოადგილეებს, პალატის სარევიზიო დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სარევიზიო სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მთავარ კონტროლიორებს, წამყვან კონტროლიორებს, კონტროლიორებს, გენერალური ინსპექციის უფროსს და მოადგილეებს, ამავე ინსპექციის მთავარ ინსპექ-ტორებს, წამყვან ინსპექტორებს და ინსპექტორებს, იურიდიული სამსახურის უფროსს და მოადგილეებს, ამავე სამსახურის სარევიზიო საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, ამავე სამმართველოს მთავარ იურისტ-კონტროლიორებს, წამყვან იურისტ-კონტროლიორებს და იურისტ-კონტროლიორებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და გავლილი ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ტესტირება.“.
4. რეგლამენტის 30-ე მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. რევიზია-შემოწმება ტარდება პირველადი დოკუმეტების (დედნების) ან/და სათანადო წესით დამოწმებული ასლების საფუძველზე. რევიზია-შემოწმების აქტს (ცნობას) ერთვის შესაბამისი დოკუმენტების ობიექტის მიერ დამოწმებული ასლები.“.
5. რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. რევიზია-შემოწმების აქტის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, თავფურცელი შესრულებული უნდა იყოს კონტროლის პალატის გერბიან ბლანკზე, უნდა ჰქონდეს კონტროლის პალატის სარეგისტრაციო ნომერი, შედგენის თარიღი და ადგილი. აქტის მოცულობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერის არანაკლებ 14 შრიფტით და 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 100 გვერდს.“.
მუხლი 2
ბრძანება გაეცნოს საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეებს.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ი. მესხია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები