„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის №406 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის №406 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017608
1124
31/10/2025
ვებგვერდი, 03/11/2025
100020020.22.027.017608
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის №406 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1124

2025 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის №406 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის №406 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.05.2019, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.016906) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციური კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

დეპარტამენტი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №18.“;

გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტები:

„ზ) სამსახურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

თ) სამსახურის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

ი) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა და კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია;

კ) პოლიტიკის დოკუმენტზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ა.შ.) მუშაობა, მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება და სხვა, ასევე თემატურ-დარგობრივი კვლევებისა და შედარებით-სამართლებრივი კვლევების მომზადება;

ლ) კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზი;“;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის:

დ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“–„ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ1) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, პენიტენციურ დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი შემოწმება/ვიზირება;

2) კანონმდებლობის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

3) სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის/დახმარების გაწევა;“;

დ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ყველა ინსტანციის სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლობა, სასამართლო დავების ანალიზი, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირება, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება, სასამართლო დავების სისტემური აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება;“;

დ.ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გასაგზავნი კორესპონდენციის სამართლებრივი შემოწმება;“;

დ.ა.დ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.ა.ე) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ვიზირება;”;

დ.ბ) მე-2 პუნქტის:

დ.ბ.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად წვევამდელების სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოება, დოკუმენტების მომზადება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილების (მათ შორის, მიმაგრების) და დათხოვნის შესახებ, მათთან დაკავშირებით სათანადო ელექტრონული ბაზების წარმოება, აგრეთვე შესაბამის ორგანოებთან მიმოწერა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ;“;

დ.ბ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სამსახურის მოსამსახურეების სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზება;“;

დ.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ დებულების მე-7 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ბ) საზოგადოების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობის უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;

დ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის შესახებ სამსახურის ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება;

ე) სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ვ) სამსახურის საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) სამსახურის შესაბამის ობიექტებზე მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება;

თ) ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება;

ი) სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;

კ) სამსახურის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა.

6. ამ დებულების მე-7 მუხლის „ი“–„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთა, სიახლეების იდენტიფიცირება, საკვლევი თემატიკის დამუშავება (არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება);

გ) თემატურ-დარგობრივი კვლევებისა და შედარებით-სამართლებრივი კვლევების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ძირითადი სტატისტიკისა და სხვადასხვა ტიპის მონაცემების ანალიზი;

ე) სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება, მათ შორის, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, შიდა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადება;

ვ) ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;

ზ) ანალიტიკური მიმართულების დახვეწის მიზნით სხვადასხვა მეთოდოლოგიის შემუშავება;

თ) ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესის კოორდინაცია;

ი) სხვა უწყებების ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;

კ) თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა და თემატური პროექტების მართვა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

ე) მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ერთეულია სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკის განყოფილება.

მუხლი 10

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და მომზადებაში მონაწილეობას, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ შეფასებას;

ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, აგრეთვე, მინისტრის ან გენერალური დირექტორის დავალებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და სამინისტროსა და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ან/და ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ შეფასებას/ვიზირებას;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ვ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და პენიტენციური დაწესებულებებისათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციის/დახმარების გაწევას;

ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ან მომზადებაში მონაწილეობას;

თ) უზრუნველყოფს ყველა ინსტანციის სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლობას, სასამართლო დავების ანალიზს, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირებას, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას, სასამართლო დავების სისტემურ აღრიცხვასა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოებას;

ი) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებს ან კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მათ განხილვაში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;

კ) განიხილავს სამსახურში შემოსულ და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხს;

ლ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემას;

მ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის სამსახურის ელექტრონულ რესურსზე კანონმდებლობით დადგენილი წესით პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ნ) უზრუნველყოფს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გასაგზავნი კორესპონდენციის სამართლებრივ შემოწმებას;

ო) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების სამართლებრივ შემოწმებას;

პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობასა და სამართლებრივ შემოწმებას;

ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეობს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაში და ამ მიზნით უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას;

რ) განიხილავს პენიტენციურ დაწესებულებათა მიერ სამართლებრივ საკითხებზე წარმოდგენილ წინადადებებსა და მოსაზრებებს და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების/ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლას და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ვიზირებას;

უ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს, აგრეთვე, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური დირექტორის სამართლებრივი ხასიათის სხვა დავალებებს.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამსახურის და პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლობას, სასამართლო დავების ანალიზს, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირებას, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას, სასამართლო დავების სისტემურ აღრიცხვასა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხს;

გ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“;

ვ) მე-11 მუხლის:

ვ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.ბ) „ო“–„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) უზრუნველყოფს სამსახურში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;“;

პ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელებას;

ჟ) უზრუნველყოფს სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელების სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოებას, დოკუმენტების მომზადებას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილების (მათ შორის, მიმაგრება) და დათხოვნის შესახებ, ამასთან დაკავშირებით სათანადო ელექტრონული ბაზების წარმოებას, აგრეთვე შესაბამის ორგანოებთან მიმოწერას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ;“;

ვ.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეების სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებას;“;

ზ) მე-12 მუხლის:

ზ.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოფს კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას და სამსახურში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოებას;

ე) უზრუნველყოფს გენერალური დირექტორის ბრძანებებისა და მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტების ადრესატებისათვის დაგზავნას;“;

ზ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) უზრუნველყოფს სამსახურისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდების, შტამპებისა და რკინის ლუქების გამოყენების აღრიცხვასა და კონტროლს;“;

თ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 მუხლები:

მუხლი 131

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობას;

გ) უზრუნველყოფს სამსახურის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერას, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებას;

დ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი აზრის შესახებ სამსახურის ხელმძღვანელობის ოპერატიულ ინფორმირებას;

ე) უზრუნველყოფს სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას;

ვ) უზრუნველყოფს სამსახურის საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას;

ზ) უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამის ობიექტებზე მასმედიის წარმომადგენელთა დაშვებას;

თ) უზრუნველყოფს ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნასა და განახლებას;

ი) უზრუნველყოფს სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას;

კ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის პროტოკოლურ უზრუნველყოფას.

მუხლი 132

საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას;

ბ) უზრუნველყოფს თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთას, სიახლეების იდენტიფიცირებას, საკვლევი თემატიკის დამუშავებას (არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება);

გ) უზრუნველყოფს თემატურ-დარგობრივი კვლევებისა და შედარებით-სამართლებრივი კვლევების მომზადებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ძირითადი სტატისტიკისა და სხვადასხვა ტიპის მონაცემების ანალიზს;

ე) უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებას, მათ შორის, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, შიდა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადებას;

ვ) უზრუნველყოფს ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;

ზ) უზრუნველყოფს ანალიტიკური მიმართულების დახვეწის მიზნით სხვადასხვა მეთოდოლოგიის შემუშავებას;

თ) უზრუნველყოფს ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესის კოორდინაციას;

ი) მონაწილეობს სხვა უწყებების ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში;

კ) მონაწილეობს თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში და უზრუნველყოფს თემატური პროექტების მართვას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“;

ი) მე-14 მუხლის:

ი.ა) მე-3 პუნქტის:

ი.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანაწილებს მოვალეობებსა და დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს/განყოფილებას შორის;“;

ი.ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პერიოდულად ისმენს ინფორმაციას დეპარტამენტის სამმართველოს/განყოფილების უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“;

ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს/განყოფილების უფროსი.“;

კ) მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს საკურატორო სფეროებად განსაზღვრული სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ასრულებს გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გენერალური დირექტორის წინაშე.“;

ლ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.

2. სამმართველოს/განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს/განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან/და ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური დირექტორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს/განყოფილების უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ განსაზღვრული სხვა პირის წინაშე.

4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო სამმართველოს უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურე.

5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მიერ განყოფილების საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურე.“;

მ) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

მუხლი 151

1. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს (გარდა საქმისწარმოების სამმართველოს უფროსისა) ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.

2. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს შესაბამისი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ანაწილებს შესაბამის სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

დ) უზრუნველყოფს შესაბამის სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ე) ასრულებს გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გენერალური დირექტორის წინაშე;“;

ნ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოსამსახურეები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია