დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამრთლის იურიდიულ პირებად დაფუძვნებისა და საჯაროს სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 814 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 128, 18/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.235 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.235
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №814
2006 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) გორის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს გორის №13 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.
ბ) ქ. ქუთაისის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. ქუთაისის №39 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. ქუთაისის №42 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საშუალო საფეხურზე.
გ) ბრძანების მე-7 დანართიდან ამოღებულ იქნეს ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ქართული სამუსიკო №206 სკოლა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები